მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებული გამოწვევები უარყოფითად აისახება ტურიზმზე - მალხაზ კუნელაური

60ed8e7360d6d
ინგა მურუსიძე
14.07.21 10:15
625
„რედკოს“ გენერალური დირექტორი მალხაზ კუნელაური აცხადებს, რომ არსებული სიტუაცია და გამოწვევები ტურიზმზე ნეგატიურად აისახება. როგორც მან მიმდინარე მოვლენების შეფასებისას  bm.ge-სთან თქვა, ძალიან ცუდია, რომ ქვეყანაში არის ძალადობის და ჰომოფობიის აშკარად გამოვლენილი ფაქტები.

„არსებული სიტუაცია და ის გამოწვევები, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვუყურებთ, არის უარყოფითი და ასევე უარყოფითად აისახება ტურიზმზე; როცა ქვეყანაში ასეთი არეულობა, ძალადობა, ჰომოფობიის გამოვლინების აშკარა ფაქტებია, ეს ნამდვილად ძალიან ცუდია და რთულია, რომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი შევინარჩუნოთ და ვიყოთ ისევ ლიდერები რეგიონში, იმ თვალსაზრისით, რომ ტურისტი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს საქართველოში.

ამას ემატება პანდემია და ყველაფერი ერთად მძიმე და რთული გამოწვევაა ბიზნესისთვის. ამიტომ ეს საკითხი სასწრაფოდ და დროულად უნდა მოგვარდეს. აუცილებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის და კანონის უზენაესობის დაცვა. დაცვა იმისა, რაც კონსტიტუციით და კანონით არის გარანტირებული“, - განაცხადა კუნელაურმა.

შეგახსენებთ: 11 ივლისს TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი იყო მედიის იმ 53 წარმომადგენელს შორის, რომლებსაც 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, 5 ივლისს რადიკალებმა თბილისში პოლონელი ვიზიტორი დაჭრეს. საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.