მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებული მინიმალური შეზღუდვების გაუქმებაზე ნუ ვისაუბრებთ - გამყრელიძე ბიზნესს პასუხობს

6144860b9d97d
ინგა მურუსიძე
17.09.21 16:48
667
"დღეს არსებული მინიმალური შეზღუდვების გაუქმებაზე ნუ ვისაუბრებთ; პირბადის ტარება ძალიან დიდხანს იქნება საჭირო, თუმცა ბიზნესს შეუძლია, ინიციატივები წარმოადგინოს", - ასე უპასუხა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად არის შესაძლებელი კერძო სექტორმა მიიღოს შეღავათები და ბენეფიტები, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. "მწვანე ზონას" შექმნის.

„ეს განსახილველი საკითხია. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა ინფიცირების 2000 შემთხვევა მაინც ბევრია. ნუ გავიმეორებთ შეცდომას, რაც უკვე დავუშვით და ნუ დავმშვიდდებით, რომ კოვიდს მოვერიეთ. სტაბილიზაციისგან ჯერ შორს არის, ამიტომ მინიმალური რეგულაციების გაუქმებაზე ნუ ვისაუბრებთ, ჯერ პირბადის მოხსნა ადრეა.

არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა და გასული წლის ზაფხულივით არ უნდა ვთქვათ, რომ გავიმარჯვეთ ქართველებმა, დავამარცხეთ კორონა და გავილაღეთ, რისი შედეგიც შემოდგომაზე მივიღეთ. ამიტომ ვიყოთ ფრთხილად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ ბიზნესს შეუძლია წინადადებები წარადგინოს საკოორინაციო საბჭოზე, რომელიც მოგვიანებით განიხილავს საკითხს.

„ჩვენ მომხრე ვართ, რომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით  შეზღუდვები ნელ-ნელა მოვხსნათ“, - თქვა გამყრელიძემ.