მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებული სიტუაცია კომპლექსურია და მისი გადაჭრის კონკრეტული გზა არ არსებობს - უცხოელი გეოლოგი

6059ca4909815
ინგა მურუსიძე
23.03.21 14:41
2027
უცხოელი გეოლოგი პეტერ ნიუმანი, რომელიც ვაშლიჯვრის ფერდობზე არსებულ მეწყრულ პროცესებს სწავლობს, აცხადებს, რომ არსებული სიტუაცია კომპლექსურია და მისი გადაჭრის კონკრეტული გზა არ არსებობს. განცხადება მან თბილისის მერიაში გააკეთა.

„ჩვენი გამოცდილებით თითოეული მეწყერი გამოირჩევა თავისი ინდივიდუალიზმით და უნიკალური თვისებებით. იგივე შეიძლება ითქვას ამ მეწყერზეც და თქვენმა ექსპერტებმა ამ თვალსაზრისით შესაბამისი საქმიანობა განახორციელეს. ჩემს კოლეგასთან ერთად ვიყავი ადგილზე და ჩვენი შეხედულებით, საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და მისი გადაჭრის კონკრეტული გზა არ არსებობს. ზოგადად, როცა გეოლოგიურ საკითხებზე მუშაობ, სამუშაო გარემო არახელსაყრელია, რადგან ძალიან ბევრი ქანია გამოთავისუფლებული, რაც თავისთავად მუშაობის პროცესს ართულებს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და მერე მისი გადაჭრის გზების დაგეგმვა“, - განაცხადა მან.

უცხოელი გეოლოგის თქმით, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული უსაფრთხოების ზომები აბსოლუტურად სწორია, მათ შორის შეზღუდვების დაწესება.

„ეს არის, სავარაუდოდ, შესაძლო მასშტაბური მეწყერის ინიცირების ბაზა. უნდა განვახორციელოთ პირველადი ზომები, რაშიც შედის გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები და სამონიტორინგო ზომები. აუცილებელია დიდი ყურადღება, გეოლოგიური კვლევები და ამის შემდეგ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები“, - ამბობს გეოლოგი.