ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კამპანიის - “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში, 100 საპრივატიზაციო ქონებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, ქალაქ ბათუმში ტბეთის ქუჩა N52-ში არსებული 42 073 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია „H Group”-მა 3 708 000 ლარად შეისყიდა.
ქალაქ ბათუმში ტბეთის ქუჩა N52-ში არსებულ ობიექტზე აუქციონი გასული წლის 29 ნოემბერს გამოცხადდა, ხოლო გამარჯვებული 13 დეკემბერს გამოვლინდა, თუმცა როგორც BM.GE-ის ქონების ეროვნულ სააგენტოდან აცნობეს, ინვესტორის მიერ საპრივატიზაციო თანხის გადაუხდელობის გამო, აღნიშნული პრივატიზებული ობიექტი სახელმწიფოს საკუთრებაში დაუბრუნდა. სახელმწიფო ქონების შესყიდვის პირობების მიხედვით, ინვესტორს საპრივატიზაციო თანხა 2020 წლის 13 იანვრამდე უნდა გადაეხადა.
„სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „ეიჩ გრუპს“ (ს/ნ 445491138) შორის 2020 წლის 08 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ იკისრა ვალდებულება გადაეხადა საპრივატიზებო თანხა 3 708 000 ლარის ოდენობით, აუქციონის დასრულების თარიღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუმცა, ზემოხსენებულ ვადაში საპრივატიზებო თანხა არ იქნა გადახდილი და აუქციონის შედეგები გაუქმდა, შესაბამისად, გადმოცემული ქონება დაბრუნდა სახელმწიფო საკუთრებაში“, - განმარტავენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტს აუქციონზე გასაყიდად კვლავ გამოიტანენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამშენებლო კომპანიას სახელმწიფოსთვის საგარანტიო თანხა 370 300 ლარი გადახდილი ჰქონდა.
BM.GE აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დეველოპერულ კომაპნია „H Group”-საც დაუკავშირდა, სადაც სახელმწიფო ქონების შესყიდვასთან და ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვესთან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებენ.
„გადავიფიქრეთ პროექტის განხორციელება“, - აცხადებს „H Group”-ის დირექტორი რუსუდან ბერიძე.
ცნობისთვის, სამშენებლო კომპანია „H Group” ბათუმში ერთ პროექტს უკვე ახორციელებს - „ალეა პალასი“ მოიცავს როგორც საცხოვრებელ ბინებს, ასევე სასტუმრო კომპლექსს.
შეგახსენებთ, რომ BM.GE-ის მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, აუქციონის წესით გაყიდული სახელმწიფო ქონების ჯამური ღირებულება 47 მილიონ ლარს აღემატებას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი