„მიმდინარე წელი იმაზე წარმატებული გამოდგა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა“ - ასე აფასებს სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი 2021 წელს. როგორც bm.ge-თან ბესო ორთოიძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს უძრავ ქონებაზე მოთხოვნა სტაბილურად ყველა კვარტალში იზრდებოდა, რის შედეგადაც მაჩვენებლები 2019 წლის ნიშნულამდე აღდგა.
წლის მთავარ გამოწვევად "არსში" სამშენებლო მასალების თვითღირებულების ზრდას ასახელებენ და აცხადებენ, რომ 35%-იანი მატების ფონზე, ფასის ზრდა გასაყიდ უძრავ ქონებაზე მხოლოდ 10%-ით მოხერხდა, მისი სრულყოფილი ასახვა კი 2022 წელს იქნება.
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს უძრავი ქონების ფასი დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებში გაიზრდება.
„წლის დასაწყისში შიში გვქონდა მოთხოვნის ნაწილში, რადგან სუბსიდირება იყო დასრულებული, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად ის ტენდენცია, რაც წინა წლის ბოლოდან იყო სუბსიდირების ხარჯზე, შენარჩუნდა. ეს საკითხი გლობალურადაც ასე იყო, მსოფლიოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ თანხის დაბანდების ალტერნატივები შემცირდა. ბანკები დეპოზიტებზე თითქმის აღარაფერს არიცხავენ, იგივე აქცია თუ კრიპტოვალუტა უფრო სარისკო გახდა, ვიდრე შექმნილი უძრავი ქონება. წლის ბოლოს, ვფიქრობთ, რომ 2019 წლის მონაცემებს გაუტოლდება გაყიდვების მაჩვენებლები.
მთავარი გამოწვევა აღმოჩნდა ფასების ზრდა მასალებზე, იცით, რომ ქვეყანაში 13%-იანი ინფლაციაა, თუმცა წლის დასაწყისში 35%-ით გაიზრდა მასალების თვითღირებულება, ამის დაბალანსება საკმაოდ რთული იყო. ფასები გავზარდეთ 10%-ით ხოლო დანარჩენის დაბალანსება მოხდა მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე. პოსტპანდემიურ პერიოდში, მაშინ როცა მოთხოვნა იზრდება, ეკონომიკა ჯანსაღდება ავტომატურად გაორმაგებულად იზრდება ფასები, იმიტომ რომ აქამდე ეს მასშტაბურად არ გვქონია,“ - განაცხადა ორთოიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ