კომპანია "არსის" გენერალური დირექტორის ბესიკ ორთოიძის თქმით, ბოლო 1 წლის განმავლობაში მშენებლობაზე დასაქმებულ პირთა ანაზღაურება დაახლოებით 25%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
კომპანიის ხელმძღვანელი მშენებლობაში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურების ზრდის მიზეზებსაც ასახელებს.
"ეს გამოწვეული იყო გასული წლის მაღალი ინფლაციით, წელს ამას რუსეთის უკრაინაში შეჭრაც დაემატა. გამომწვევი ფაქტორი იყო ის, რომ პანდემიურ პერიოდში მშენებლობები არ გაჩერებულა, სექტორს პრობლემები არ შექმნია და ბუნებრივად მოხდა ანაზღაურების მატება. აქ რომ იგივე პრობლემები ყოფილიყო, როგორიც სხვა სექტორებში, რა თქმა უნდა, იქნებოდა საუბარი ანაზღაურების და თანამშრომლების შენარჩუნებაზე. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ზრდა გაგრძელდა და დღევანდელმა ტრანზაქციებმა პანდემიურ პერიოდსაც გადააჭარბა, ეს რეალობაა.
ფასის თითქმის ყოველთვიური მატების მიუხედავად, მოთხოვნა არ იკლებს და ფასის მატება მოთხოვნის ნაწილსაც ასტიმულირებს, როცა ასეთი ჯანსაღი სიტუაციაა სექტორში ანაზღაურების მატებაც ხდება“, - განაცხადა ორთოიძემ.
ინფორმაციისთვის, საქსტატის განახლებული მონაცემებით საშუალო ხელფასი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 1,446 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 15.1%-ით, ანუ 190 ლარით მეტია. 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, "ხელზე ასაღები" საშუალო ხელფასი 1,156 ლარს შეადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი