22.ივლისი .2020 15:00

„არტ გენის“ სტუმრებს მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება

views 234
უკან

23-დან 26 ივლისის ჩათვლით, გიორგი ჩიტაიას სახელობის ხალხური ყოფისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე სახალხო ფესტივალი „არტ გენი“ ჩატარდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის კუს ტბის გზის დასაწყისიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებს.

ავტობუსები სტუმრებს 11:00-დან 23:00 საათამდე, არსებული ტარიფით - 50 თეთრით მოემსახურებიან.