მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალე, თბილისში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება - რას უნდა ველოდოთ Axis Towers-ისგან?

62a8307a692e4
BM.GE
14.06.22 11:15
3191
ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოს Axis Towers-ის მშენებლობა დასრულდა. თბილისის ახალი მიზიდულობის ცენტრი სულ მალე უმასპინძლებს სტუმრებს.

Axis Towers-ი დეველოპერული კომპანია Axis-ისა და თანაინვესტირების ფონდის ერთობლივი პროექტია, რომლის მშენებლობაც, თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით, 2015 წელს განახლდა.

Axis Towers-მა გაიარა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა ქარტეხილი და იქცა არამხოლოდ არქიტექტურის და ინჟინერიის, არამედ ქვეყნის განვითარების ერთგვარ სიმბოლოდ.

Axis Towers-ი თანამედროვე, მოდერნისტული ნაგებობაა, რომელიც სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

I კომპონენტი პიედესტალი და ორი კოშკია, რომელთა სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. შენობა სულ 41-სართულიანია, რომელთაგან 37 სართული მიწის ზემოთ, 4 კი მიწის ქვეშაა განთავსებული. მიწის ქვეშ მოწყობილია 3 საპარკინგე სართული, რომელიც ჯამში, 500-ზე მეტ ავტომობილს იტევს.

ორი კოშკიდან ერთი - თეთრი - მთლიანად საცხოვრებელი დანიშნულებისაა, ხოლო შავ კოშკში სასტუმრო Sky Bar-ი, Sky restaurant-ი, ტურისტული და ბიზნესინფრასტრუქტურაა თავმოყრილი.

II - კოშკები ფორმით იდენტურია, თუმცა, ერთმანეთთან მიმართებით, სარკისებურად ბრუნავენ. ამ მსგავსების პარალელურად, ისინი განსხვავებულნი არიან. ეს განსხვავება მასალათა შორის კონტრასტია: ერთი კოშკი ქვისაა, მეორე - მინის; ერთი - თეთრია, ხოლო მეორე - მუქი ფერის. ეს იძლევა საშუალებას, კოშკები გასცდნენ ე.წ. ტყუპების ვიზუალს და უფრო საინტერესონი გახდნენ.

III - კოშკების თითოეული სართული ბირთვის გარშემო 2 გრადუსით ბრუნავს, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთმანეთის საპირისპიროდ. ეს მოცემულობა უნიკალურს ხდის შენობას, რადგან იგი თბილისის სხვადასხვა წერტილიდან განსხვავებულად ჩანს...



Axis Towers-ის გამორჩეულობას განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ იგი ერთდროულად მოიცავს დეველოპმენტის 5 მიმართულებას: საცხოვრებელ, სასტუმრო, საოფისე, კომერციულ და გასართობ ფუნქციებს. ფაქტობრივად, ყველაფერი, რასაც ქალაქში ეძებთ, ერთ უზარმაზარ სივრცეში შეგიძლიათ იპოვოთ. სწორედ ამიტომ ეძახიან Axis Towers-ს ქალაქს ქალაქში.

Axis Towers-ის მშენებლობა მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური მასალებითა და ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ მიმდინარეობდა. მშენებლობის პროცესში გათვალისწინებულია მიწისძვრის, ქარისა და ხანძრის ფაქტორები, რის გამოც, კომპლექსი გამორჩეულად მდგრადია და 8.4 ბალზეა გათვლილი. უსაფრთხოების თითოეული კომპონენტი დიდხანს ნაფიქრი და მაღალ დონეზე დამუშავებულია ქართველი და წამყვანი საერთაშორისო სპეციალისტების მიერ. შენობის მაკეტს რამდენიმე ქვეყანაში აქვს გავლილი უსაფრთხოების ყველა ექსპერტიზა. Axis Towers-მა თითოეული გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ასე რომ, მისი გამორჩევა ამ მხრივაც შესაძლებელია. შენობა აღჭურვილია 16 საევაკუაციო გასასვლელით, სახანძრო ლიფტებითა და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი დეტალით.

უსაფრთხოების ფაქტორს ამყარებს ცათამბჯენის ხიმინჯების საერთო სიგრძე, რომელიც 18 კილომეტრს შეადგენს. ეს ძალიან შთამბეჭდავი მასშტაბია, რომელიც სიმშვიდის საშუალებას აძლევს ადამიანს, თუნდაც კოშკის უკანასკნელ სართულზე.

Axis Towers-ს საქართველოში ყველაზე სწრაფი 33 ლიფტი ემსახურება. მათი წყალობით, ნებისმიერ ორ სართულს შორის არსებული მანძილის დაფარვა, ფაქტობრივად, რამდენიმე წამშია შესაძლებელი, თანაც ისე, რომ ვერავითარი დისკომფორტი ვერ იგრძნოთ.

Axis Towers-ი მდიდარია ორიგინალური არქიტექტურული გადაწყვეტებითა და ტექნოლოგიური ინოვაციებით. მაგალითად, საცხოვრებელი ნაწილის მე-7 სართულზე მოწყობილია შიდა, იზოლირებული ეზო, სადაც 5-მეტრიან ხეებსაც კი შეხვდებით. ეს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

Axis Towers-ის ავტორებმა ამ პრობლემაზეც იფიქრეს და ქალაქს უნიკალური სივრცე აჩუქეს. ეს გახლავთ საფეხმავლო ქუჩა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირიდან უხვევს და Axis Towers-ის შენობაში შედის. ქუჩის სიგრძე 80 მეტრამდეა, ხოლო სიგანე 20 მეტრს შეადგენს. აქ შეხვდებით დიდ მოედანს, რესტორნებს და ღია მოსასვენებელ სივრცეებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კოშკის ბიზნესნაწილში განთავსებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი, რომელიც ინდუსტრიულ-მოდერნისტული დიზაინის მქონე 220 ოთახს აერთიანებს. Pullman-ი Accor ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც Axis Towers-ის Pullman-ს საიმიჯო სასტუმროდ თვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Pullman-ის საუკეთესო სასტუმროა.
სასტუმროს ზემოთ, Axis Towers-ის ბოლო სართულზე, 140 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს სქაი ბარი – Weather Report-ი, რომლის მხატვრული განათებაც საოცარ განწყობას ქმნის. აქვე შეგიძლიათ ეწვიოთ ფრანგულ რესტორან Dumas-ს და დააგემოვნოთ უგემრიელესი ფრანგული კერძები.

Axis Towers-ის ველნესში დაგხვდებათ 25-მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი გადახურვით და ღია ვერანდით, საიდანაც ქალაქზე შთამბეჭდავი ხედი იშლება, ასევე, პროფესიონალურად აღჭურვილი ფიტნესსივრცე და სპა.

შავ კოშკში უამრავი ადგილია ბიზნესშეხვედრებისთვის: 2000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული საკონფერენციო სივრცეები; 7 შეხვედრების ოთახი და თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოლრუმი, რომელიც 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მასში ჩაშენებულია 4 სინქრონული თარგმნის ჯიხური და მისაღები სივრცე ტერასით.

Axis Towers-ის გუნდს სურს, რომ შენობამ იფუნქციონიროს, როგორც საზოგადოებრივი დანიშნულების პროექტმა. თავისი კონცეფციით, ეს ერთ-ერთი ყველაზე სახალხო პროექტია თბილისის უახლეს ისტორიაში.



შეგვიძლია ვთქვათ, რომ Axis Towers-მა ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი შექმნა. ზოგადად, თბილისის ტურისტული სივრცე ძველი თბილისი, თავისუფლების მოედანი და ნაწილობრივ, მელიქიშვილის გამზირია. ამის შემდეგ ტურისტული კონცეფცია, ფაქტობრივად, წყდება. ბიზნესუბანი, რომელიც ბიზნესტურიზმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თბილისში აქამდე არ არსებობდა. სწორედ Axis Towers-ი იყო პირველი, რომელმაც ეს ამბიციური განაცხადი გააკეთა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიზნესცენტრი შემოიტანა. შედეგად, ძველ თბილისში დაწყებული ტურისტული კონცეფცია ჭავჭავაძის გამზირზე გაგრძელდა. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ განთავსდა Axis Towers-ში კონკრეტულად Pullman-ი და არა სხვა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო. Pullman-ი მთავარ აქცენტს სწორედ ბიზნესტურიზმზე აკეთებს. „დაუნთაუნიც“ სწორედ ასე იქმნება.

გარდა ამისა, ამ პროექტით, Axis-მა, როგორც დეველოპერმა, კერძო სივრცეში ერთგვარი საჯარო სივრცეც გააჩინა. ამის ნათელი მაგალითია ზემოხსენებული ქუჩა, რეკრეაციული ტერიტორია, სადაც შეგიძლიათ მოიყვანოთ ბავშვები, უმასპინძლოთ სტუმარს, შეიძინოთ საჩუქრები შოპინგცენტრში, ისიამოვნოთ სხვადასხვა სივრცეში, შემოირბინოთ სამსახურიდან ლანჩზე, სამუშაო დღის ბოლოს გაერთოთ მეგობრებთან ერთად "სქაი ბარში", დააგემოვნოთ ფრანგული თუ ქართული სამზარეულო...

ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც Axis Towers-ი ჩვენს ქალაქსა და მის სტუმრებს სთავაზობს. პროექტის მასშტაბურობას ყველაზე უკეთ მაშინ შეიგრძნობთ, როდესაც კოშკებს თავად ეწვევით. ეს შთამბეჭდავი მოგზაურობა კი, შეგიძლიათ Axis Towers-ის ტერიტორიაზე მოწყობილ იმ ქუჩაზე გასეირნებით დაიწყოთ, რომელიც თქვენ ყოველთვის ღია დაგხვდებათ.


(NS)