28 ნოემბრიდან საქართველოში საქართველოში თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა. შეზღუდვა არ შეხებია საკვები პროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებს და აფთიაქებს, ასევე, დაშვებულია ქიმიკატების გაყიდვა. უკვე მეორე კვირაა მაღაზიები მხოლოდ დისტანციურად - ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე ფუნქციონირებენ. შეზღუდვები შეეხო საიუველირო მაღაზიებსაც, მათ შორის არის შვეიცარული საათების მაღაზია Arttime, რომელმაც ამ დროისთვის შეზღუდვების გამო 8 მაღაზია დროებით დახურა.
როგორც bm.ge-ის „ართთაიმის“ მარკეტინგის მენეჯერმა ნინა თალაკვაძემ უთხრა, კომპანიაში ძალიან დაბნეულები არიან და არ იციან რა იქნება.
„დაკეტილია ჩვენი 8 მაღაზია. გვაქვს, ასევე, სამი მაღაზია, სადაც სამოგზაურო ეკიპირება იყიდება და, ბუნებრივია, ესენიც დაკეტილია. ვამუშავებთ ონლაინ-მაღაზიას, თუმცა გაყიდვები ძალიან შემცირებულია. ძალიან ბევრმა ჩვენმა მომხმარებელმა დაკარგა სამუშაო და საათების საყიდლად ვეღარ იცლის. ჩვენი პროდუქცია ფუფუნების საგნებს წარმოადგენს, ამიტომ მძიმედ მიდის პროცესი. საერთო ანალიზი ჯერ არ გაგვიკეთებია, მაგრამ გაყიდვები ძალიან შემცირდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება მაღაზიების შენარჩუნების საკითხს, როგორც თალაკვაძე განმარტავს, სულ „ართთაიმი“ 60 თანამშრომელს ასაქმებს და ცდილობენ, ყველა შეინარჩუნონ. „ძალიან დაბნეულები ვართ. ფაქტობრივად, დეკემბერსა და იანვარში დაკეტილები ვართ. თებერვალში შეიძლება გავიხსნათ, მაგრამ მომხმარებელს ექნება საშუალება, რომ ჩვენი პროდუქცია შეიძინოს?! ვნახოთ, რას მოიტანს ჩვენი ონლაინ-მაღაზია; შესაძლოა, თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირება მოგვიწიოს, თუმცა ჯერ არაფერი ვიცით. ამ თვეში ხელფასები სრულად გავეცით", - ამბობს ნინა თალაკვაძე.
გარდა ამისა, „ართთაიმისთვის“ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლარის კურსიც. როგორც კომპანიის მარკეტინგის
მენეჯერი ამბობს, გამომდინარე იქიდან, რომ „ართთაიმი“ დოლარსა და ფრანკზეა მიბმული, ხოლო შემოსავალი ძალიან შემცირებულია, იძულებული გახდა, საახალწლო პროდუქციის შეკვეთა გაეუქმებინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი