მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Arttime-ის თანამშრომელს ბათუმში covid 19 დაუდასტურდა - ფილიალი დაკეტილია

5f732b62b0279
BM.GE
29.09.20 16:44
766
კომპანია Arttime-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ფილიალის ყველა თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტი აუღეს და პასუხების მიღებამდე ფილიალი დაკეტილია.

„ბათუმის ფილიალში ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა Covid-19-ის ვირუსი. ფილიალის ყველა თანამშრომელს გაუკეთდა PCR ტესტირება და ველოდებით პასუხს. ვინაიდან ყველა თანამშრომელი იმყოფება თვითიზოლაციაში, ბათუმის ფილიალი იქნება დაკეტილი 1 ოქტომბრამდე!

გვსურს აღვნიშნოთ, რომ "ართთაიმი' სრულად იცავს საქართველოს მთავრობის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. კომპანიის თანამშრომლები არიან უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო სივრცეების სადეზინფექციო სამუშაოები“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 225 შემთხვევა გამოვლინდა.