მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასეთ ღონისძიებებში კერძო სექტორის როლი ძალიან მცირეა“ - ასათაშვილი ბაკურიანში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე

637e5dc5c761c
ალა ისპირიანი
23.11.22 21:45
660
2023 წელს, სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში გაიმართება. მზად არის თუ არა კერძო სექტორო აღნიშნული ღონისძიებისთვის - ამ თემაზე „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა. მისი თქმით, ასეთი ღონისძიებების ფარგლებში კერძო სექტორის როლი ძალიან მცირეა, რადგან ჯავშნები, დაკვეთები და მენეჯმენტი ფედერაციისა და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან კეთდება.

„ჩემპიონატი ბაკურიანში, ძალიან მნიშვნელოვანიო ღონისძიებაა, როგორც ქვეყნისთვის ისე უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტების განსავითარებლად. ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტ შედეგს მივიღებთ სპორტული კუთხით ვიდრე ეკონომიკური კუთხით. უნდა გვესმოდეს, რომ ანალოგიური ღონისძიებები პირდაპირ ავითარებს სპორტულ კულტურას ქვეყანაში და ეს ძალიან დიდი სტიმულია.

რაც შეეხება ასეთი ღონისძიებების ფარგლებში კერძი სექტორის როლს, ძალიან მცირეა. კერძო სექტორზე დატვირთვა შეიძლება, ღონისძიების ორგანიზებას ვგულისხმობ, მაქსიმუმ 15-20% -ის ფარგლებში იყოს. ჯავშნები, დაკვეთები, მენეჯმენტი კეთდება პირდაპირ ფედერაციის და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ამიტომ აქ კერძო სექტორის წვლილი ცოტაა“, - განაცხადა ასათაშვილმა.

გამოწვევებზე საუბრისას მან თქვა, რომ ბაკურიანი ურბანულად რთულად განვითარებადი კურორტია, რის გამოც ლოჯისტიკური პრობლემები იქნება":პრობლემა იქნება შიდა გადაადგილება, - სპორტსმენების და დამსწრეების გადაყვანა. საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნება კვების კუთხითაც, სადაც უკვე კერძო სექტორის პასუხისმგებლობა დგას".

ინფორმაციისთვის: ბაკურიანში 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე, საქართველომ ოფიციალური განაცხადი 2017 წლის აპრილში გააკეთა. 2018 წლის მაისში საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში გამართულ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე კი გადაწყდა, რომ ფესტივალი საქართველოში ჩატარდებოდა.

"ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად უკვე მზადაა" - სათხილამურო ფედერაცია