28.მაისი .2020 11:58

ასეთი ჩარევა არასწორ სტიმულებს გააჩენს ეკონომიკაში-პაპავა იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე

views 1747
უკან

დღეს მთავრობა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას მართავს. როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, სექტორის მხარდამჭერი ერთ-ერთი მექანიზმი მთავრობის მხრიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირება იქნება. ეს ინფორმაცია დეველოპერული და საბანკო სექტორის შემდეგ გუშინ პრემიერმაც დაადასტურა. გიორგი გახარიამ თქვა, რომ მთავრობა იმ მოქალაქეებს, ვინც ახალ იპოთეკურ სესხებს წლის ბოლომდე აიღებს, პროცენტს დაუსუბსიდირებს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი მთავრობის ინიციატივას აკრიტიკებს და თვლის, რომ ასეთი ჩარევა კრიზისს გაწელავს და არასწორ სტიმულებს გააჩენს ეკონომიკაში. გიორგი პაპავამ „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, რატომ არ არის გამართლებული შექმნილ ვითარებაში მოქალაქეებმა ახალი საბანკო ვალდებულებები აიღონ.

პრემიერმა გუშინ აღნიშნა, რომ ყველა ტიპის რისკს დავუზღვევთ, რაც სესხის აღებასთან არის დაკავშირებულიო. მე ვფიქრობ, რომ ეს გამართლებული ნაბიჯი არ არის რბილად რომ ვთქვა მარტივი მიზეზი გამო; დღეს უძრავი ქონების სექტორში ფუნდამენტური ფაქტორების გამო მოსალოდნელია კორექტირება როგორფ ფასის, ისე მშენებლობის ტემპების მიმართულებით.

როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ადამიანებს შემოსავლების შეუმცირდათ, ტურისტები აღარ ჩამოდიან და ადამიანები, ვინც ბინა შეიძინა, ის ვეღარ გააქირავებს მას ტურისტზე, ამ მოცემულობაში რატომ უნდა იყოს მიზანი ფასის შენარჩუნება იმავე დონეზე, რაც დღეს გვაქვს. ამის გაკეთება იმ კუთხით, რომ ადამიანებს დავაძალოთ იპოთეკური სესხების აღება, არასწორია, მაშინ როდესაც მნიშვნელოვნად გაზრდილია რისკები როგორც უახლოესი მოკლევადიანი პროცესისთვის, ასევე გაზრდილია სამომავლო რისკები.

რისკები აისახა საპროცენტო განაკვეთებზე, ანუ ჩვენ ვეუნებით ადამიანებს, რომ იმიტომ, რომ სამშენებლო სექტორმა შეძლოს იგივე ფასების შენარჩუნება, რაც ჰქონდა, ჩვენ თქვენ მოგცემთ სესხს, მოგცემთ მაღალ პროცენტში, იქიდან რაღაც ნაწილს დაგისუბსიდირებთ, მაგრამ თუ მომავალში დამატებით რაღაც შოკი მოხდა, დამატებითი გამოწვევის წინაშე დადგა ეკონომიკა, ეს გადატყდება იმ მომხმარებლების კისერზე, რომელსაც მთელი ბოლო პერიოდი, ეროვნული ბანკი იქნებოდა, თუ სხვა, ვეუბნებოდით, რომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდე სესხის აღებას, დაუწესეთ შეზღუდვები და ახლა იგივე ადამიანებს ვეუბნებით, რომ ეს დაივიწყეთ და თუ შენატანი გაკეთული გაქვთ, გაიქცეით და ახალი სესხი აიღეთ.
ეს იგივეა, ადამიანებს ნაბახუსევზე რომ ვუთხრათ ისევ ღვინით გამოვიდნენ“-განმარტავს პაპავა.

მისი განმარტებით, ძალიან გასაბრაზებელია და არ არის სწორი, როცა დეველოპერული სექტორი გვეუბნება, რომ გაყიდვები შემცირდა, მაგრამ ფასის ჯორექციას არ აპირებს.

პაპავა თვლის, რომ ბაზარს უბდა მიეცეს შესაძლებლობა ახალი წონასწორობის ფასი იპოვოს, რაც შეიძლება მალე, რაც თავის მხრივ გაზრდის ინტერესს ე.წ. სპეკულაციური ინვესტორებისგან, რომლებიც მოინდომებენ შედარებით დაბალ ფასად ბინების შესყიდვას.

„ეს დაეხმარება დეველოპერებსაც თუ ფასების დროული კორექცია მოხდა და აისახა ფუნდამენტური პრობლემები, ეს საბანკო სექტორიდან დაკრედიტების სტიმულსაც გააჩენს იმიტომ, რომ თუ ქონების რეალური ფასი არის პირობითად 800 დოლარი და დღეს ვცდილობთ მის გაყიდვას 900 დოლარად, იმიტომ რომ გარანტიებს ვაძლევთ მომხმარებლებს, 800 დოლარის შემთხვევაში უფრო თავისუფლად შეუძლია დაკრედიტება საბანკო სექტორს, რადგან შიში აღარ აქვს, რომ მომავალში მოსალდოენლია ვარდნა.

რამდენიც არ უნდა იძახოს საბანკო, დეველოპერულმა სექტორმა თუ მთავრობამ, რომ ფასები არ დაკორექტირდება, წარმოუდგენელია, რომ ამხელა შოკი გადავიაროთ ისე, რომ შევინარჩუნოთ ფასები მნიშვნელოვანი ხანგრძლივობით იგივე დონეზე, რაც გვქონდა. ესეთი ჩარევა გაწელავს კრიზისს და არასწორ სტიმულებს გააჩენს ეკონომიკაში.

არ შეიძლება გადასახადების გადმდელების ხარჯზე გადავიტანოთ ეს. ისედაც გაზრდილი საგარეო ვალი ქვეყანაში კიდევ გაზვარდოთ იმისთის, რომ დავეხმაროთ ვიღაცას ხელონურად და შეუნარჩუნოთ მოგების მარჟა, რაც აქამდე ჰქონდა“-აცხადებს გიორგი პაპავა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა