მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასეთი "მენეჯმენტის" პირობებში, მომდევნო პიკი მაისში მოუწევს“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

601bc8b517400
ინგა მურუსიძე
04.02.21 14:21
801
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ თუ მთავრობას მკაფიო გეგმა არ ექნება, კორონავირუსის გავრცელების მომდევნო პიკი საქართველოს მაისში მოუწევს და შემთხვევათა მატება გარდაუვალია.

ჭიაბერაშვილის თქმით, კარგია, რომ სამოქალაქო პროტესტმა შედეგი გამოიღო, თუმცა, ვირუსი და თანმდევი ეპიდემია არსად წასულა.

„გახსნის სიხარულს თან სდევს იმის წუხილი, რომ მთავრობას კვლავაც არ აქვს, არც ვაქცინაციის ზუსტი გრაფიკი, და არც მკაფიო გეგმა, როგორ უნდა ვიარსებოთ მომდევნო 2 წელი, ვიდრე მსოფლიოშიც და ჩვენთანაც ეს პრობლემა იდგება.

გეგმა არაა არც ჩაკეტვა-გახსნა და არც მილიარდობით აღებული ვალით ისევ საკუთარი საარჩევნო ბაზის მოთვლა. გეგმა არის, როგორ ვცხოვრობთ ისე, რომ არც ვიკეტებით და ინფექციაც ისე არ გაგვირბის, რომ ჩაკეტვა არ მოგვიწიოს.

როცა ეს გეგმა არაა და თან "ლოქდაუნის" პირობებში მთავრობა თვალს ხუჭავს ას-კაციან ქორწილებსა და ქელეხებზე, შემთხვევათა მატება გარდაუვალია. ასეთი "მენეჯმენტის" პირობებში მომდევნო პიკი მაისში მოუწევს. ქვეყანა უნდა გაიხსნას, ოღონდ საზოგადოებასთან შეთანხმებული და სათანადოდ აღსრულებული წესებით. მოვთხოვოთ მთავრობას გეგმა“, - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე.