მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსს მიჰყიდის

5d943e4c05df4
მიხეილ ხაჩიძე
02.10.19 10:30
1090
აშშ-ის კონგრესმა უკრაინისთვის  ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის მიყიდვას მხარი დაუჭირა. როგორც ამერიკული ბიზნეს-პორტალი Bloomberg იუწყება,  Javelin-ის დამატებითი პარტიის ღირებულება 39 მილიონი დოლარია და ის 150 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის და ორი გამშვები დანადგარის მიყიდვას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ იარაღი შტატებისგან 2019 წლის ზაფხულში ითხოვა.

შეგახსენებთ,  12 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას სამხედრო სფეროში დახმარების სახით 250 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. 

უკრაინის მხარე თვლის, რომ ეს დახმარება ქვეყნის სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებისა და რუსული აგრესიის საკონტროლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.