მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ აცრილ უცხოელებს საჰაერო გზით ქვეყანაში შესვლის ნებას დართავს - Bloomberg

6148b3ccb17fd
თამთა ჯიჯავაძე
20.09.21 20:20
2138
აშშ მალე კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ თითქმის ყველა უცხოელს საჰაერო გზით ქვეყანაში შესვლის ნებას დართავს. ხოლო იმ უცხოელებს, რომლებიც არ იქნებიან აცრილები, შტატების საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა არ ექნებათ. რაც შეეხება ამერიკის აუცრელ მოქალაქეებს, მათ ქვეყანაში ტესტირების საფუძველზე შეუშვებენ. ახალი რეგულაციების შესახებ Bloomberg-ის ცნობით, დღეს თეთრ სახლში განაცხადეს.

ახალი რეგულაციების ამოქმედების პარალელურად, ქვეყანაში ახალი კონტაქტების გამოვლენის წესების გამკაცრებაც იგეგმება. როგორც ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი პოლიტიკა ნოემბრის დასაწყისში ამოქმედდება, თუმცა, ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

„ვიცით, რომ ვაქცინები ეფექტიანია, მათ შორის დელტა შტამის წინააღმდეგ, ასევე ვიცით რომ ვაქცინები საუკეთესო საშუალებაა კოვიდისგან დასაცავად, ამიტომაც ვაქცინაციის მოთხოვნა საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება დავიცვათ და ვირუსის გავრცელების პრევენცია შევძლოთ“, - განაცხადეს თეთრ სახლში.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მათ შორის, თუ რომელი ვაქცინებით აცრილებს დაუშვებენ ქვეყანაში.

ახალი რეგულაციები ამ დრომდე არსებულ სისტემას ჩაანაცვლებს, რომლის მიხედვითაც, ბევრ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მათ შორის ბრიტანეთის და ევროკავშირის, არ აქვთ ამერიკაში ჩასვლის უფლება მიუხედავად იმისა, აცრილი არიან ისინი თუ არა.