მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებს კოვიდ-ტესტის ნეგატიურ პასუხს მოსთხოვს

5fe5f867d9f6a
ნათია თაქთაქიშვილი
25.12.20 22:00
661
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, დიდი ბრიტანეთიდან აშშ-ში ჩასულმა პირებმა კორონავირუსზე ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ნებისმიერი ავიაკომპანია ვალდებულია ბრიტანეთიდან მომავალ ყველა მგზავრს კორონავირუსზე ჩატარებული ტესტი მოსთხოვოს, სხვა შემთხვევაში კი ისინი ბორტზე არ დაუშვას.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, ახალი ბრძანება მას შემდეგ შევიდა ძალაში რაც დიდ ბრიტანეთტი კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, უფრო მეტად გადამდები იყოს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთიდან მომავალ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლაც მოუწევთ. როგორც გამოცემა წერს, გაერთიანებული სამეფოდან მომავალი მგზავრთანაკადი ამ ეტაპზე 90%-ით არის შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირას 40-მდე ქვეყანამ უკვე შეწყვიტა დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა.