საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც არ გავრცელდეს.
როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს უთხრა, საქართველოს მოქალქეების დიდი უმრავლესობა ევროინტეგრაციის მომხრეა და პოლიტიკოსებმა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იმუშაოს.
“30 წლის განმავლობაში აშშ საქართველოსთან ერთად მუშაობდა და იყო ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი მისი სუვერენინტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. ქართველი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის გახდეს სრულად დაცული, სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა და ევროატლანტიკური ერების ნაწილი. ყოველთვის კარგია, როდესაც არჩეული პირები გამოხატავენ საკუთარი ამომჩევლების ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, თავად ამომრჩევლებიც ხედავენ ამას.
საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანებაა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ მათ სურთ ნახოთ დიდი სურვილი და ენერგია ოპოზიციასთან ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობასთან დაკავშირებით. ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა შესრულდეს ევროკომისიის მიერ გაცემული ის 12 რეკომენდაცია, რაც “ბილეთია” იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ეს არის ქართველი ხალხის პრიორიტეტი და ვფიქრობ, ისინი მოელიან რომ ეს იქნება პარლამენტის წევრებისთვისაც პრიორიტეტული.
აშშ ძალიან, ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ პუტინის ომი უკრაინაში არ გადავიდეს სხვა ქვეყნებში, იქნება ეს საქართველო თუ რომელიმე სხვა სახელმწიფო. ჩვენ ყოველდღე ვცდილობთ, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს”,-აცხადებს დეგნანი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს