26.აგვისტო .2019 14:10

აშშ-ჩინეთის კონფლიქტის გავლენა აზიურ საფონდო ბირჟებზე

views 201
უკან

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის განახლებულმა სავაჭრო კონფლიქტმა აზიის საფონდო ბირჟებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. სავაჭრო კვირის სტარტი ბირჟების უმეტესობამ მინუსში ვარდნით აიღო.

Bloomberg-ის ცნობით, ტოკიოს საფონდო ბირჟის Nikkei-Index-ი ორშაბათის ვაჭრობისას 2,2 პროცენტით მინუსში წავიდა და 20,259 პუნქტი დააგროვა. ჩინურ CSI300-ს კი 1,3 პროცენტიანი ვარდნა ჰქონდა.

გარდა ამისა, შორეულ აღმოსავლეთში არსებულ სავალუტო ბაზრებზე ჩინური იუანი დაეცა და 2008 წლის თებერვლიდან პირველად ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა. 1 ამერიკული დოლარის ღირებულება ამ ეტაპზე 7,1500 იუანს შეადგენს.

ანალიტიკოსების განცხადებით, მსოფლის ორ უმსხვილეს ეკონომიკურ ქვეყანას შორის კონფლიქტი პარასკევს გაკეთებულმა მწვავე განცხადებებმა გაამძაფრა.

აშშ და ჩინეთი ერთმანეთს მორიგი საბაჟო გადასახადებითა და ახალი ეკონომიკური შეზღუდვებით დაემუქრნენ.