02.სექტემბერი .2019 20:14

აშშ-ჩინეთის სავაჭრო დავა იაპონიის საფონდო ბირჟებზე ნეგატიურად ისახება

views 105
უკან

აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო დავა უარყოფით გავლენას ახდენს იაპონიის საფონდო ბირჟებზეც. გასულ შაბათ-კვირას ვაშინგტონისა და პეკინის მიერ დაწესებული სპეციალური ტარიფების ძალაში შესვლის გამო, ტოკიოს საფონდო ბირჟებზე ნეგატიური სვლები დაფიქსირდა, ბირჟები მინუსში წავიდნენ. კერძოდ, Nikkei-ს საფონდო ინდექსი 0.3 პროცენტით დაეცა და 20,643 პუნქტი შეადგინა, Topix -იც იგივე პროცენტული მაჩვენებლით, 1507 პუნქტზე განისაზღვრა.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სავაჭრო ომი, გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე ახდენს.

ბაზრის დამკვირვებლების განმარტებით, მხარეებმა დავის ლოგიკური დასასრული სასწრაფოდ უნდა გამონახონ.

აშშ-სა და ჩინეთის მწვავე სავაჭრო დავა რამდენიმე თვეა გრძელდება. მხარეები ერთმანეთისთის საბაჟო ტარიფების გაძვირების ინიციატივით გასულ კვირას კიდევ გამოვიდნენ, ახალი რეგულაცია კი 1-ელი სექტემბრიდან შევიდა ძალაში.