01.სექტემბერი .2019 17:22

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი - ახალი ტარიფები ძალაშია

views 589
უკან

დღეიდან ძალაში შევიდა აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ახალი 15%-იანი გადასახადი, რომელიც ჩინეთიდან იმპორტირებულ ისეთ საქონელს ეხება, როგორიცაა: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

BBC-ის ინფორმაციით, საუბარია 112 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე. დამატებითი გადასახადები აშშ-ჩინეთის “სავაჭრო ომის” ნაწილია.

გამოცემის ცნობით, ახალი ტარიფების ამოქმედება შესაძლოა შინამეურნეობებს წლიურად 800 დოლარი დაუჯდეთ, რამდენადაც ახალი ტარიფები პროდუქციასაც გააძვირებს.
აშშ-ის მიერ ახალი გადასახადების დაწესება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლომდე ჩინეთიდან იმპორტირებულ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე 15%-იანი გადასახადი უნდა დაწესდეს. ამის პარალელურად ბეიჯინგმა ამერიკულ ნავთობზე შემოიღო ტარიფები.