მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირს მნიშვნელოვნად აზარალებს

5e2751dc67d1b
BM.GE
22.01.20 00:10
1051
აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირს მნიშვნელოვნად აზარალებს. ამის შესახებ ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტი Kiel Institute-ი წერს. ორგანიზაციის მოსაზრებით, ნეგატიურ გავლენას შეთანხმება ევროკავშირიდან ჩინეთში ექსპორტზე მოახდენს, რაც სავარაუდოდ ევროპული ბლოკის წევრ ქვეყნებს 11 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ქვეყნებს შორის განსაკუთრებით გერმანია ზარალდება, ხოლო სექტორებს შორის ავიაწარმოება და ავტოწარმოების სექტორები.

როგორც ინსტიტუტი წერს, ჩინეთი უფრო მეტ საქონელს მიიღებს აშშ-დან, ვიდრე ამდრომდე იღებდნენ. უხეში მონაცემებით, ჩინეთის მიერ აშშ-დან განხორციელებული იმპორტის მოცულობა 2021 წელს 95 მილიარდი დოლარით მეტი იქნება 2017 წელთან შედარებით.

ამის საპირისპიროდ, ევროკავშირიდან ჩინეთში ექსპორტის მოცულობა 2021 წელს 10.8 მილიარდი დოლარით ნაკლები იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, აშშ-სა და ჩინეთს სავაჭრო შეთანხმება რომ არ გაფორმებულიყო.

შეგახსენებთ, პეკინმა და ვაშინგტონმა სავაჭრო შეთანხმებას გასულ კვირას მიაღწიეს. შეთანხმება ჩინეთის მიერ დამატებით სულ მცირე 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქციისა და მომსახურების შეძენას ითვალისწინებს.