მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ ჩინური ვაქცინებით აცრილ უცხოელებს შეუშვებს, რუსული Sputnik V-ით - არა

61521cfab61d5
თამთა ჯიჯავაძე
27.09.21 23:20
2298
აშშ-ი ნოემბრიდან რუსული კოვიდ-ვაქცინა Sputnik V-ით აცრილებს, სავარაუდოდ, ქვეყანაში არ შეუშვებს. როგორც ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი წერს, აშშ-ი აპირებს მხოლოდ ის საერთაშორისო ვიზიტორები შეუშვას ქვეყანაში, რომლებიც ამერიკის წამლის სააგენტოს ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ ავტორიზებული ვაქცინებით იქნებიან აცრილები.

აქედან გამომდინარე, ამერიკაში ჩასვლას შეძლებენ ჩინური ვაქცინებით - „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილებიც. ხოლო რუსულ ვაქცინას WHO-ს ავტორიზაცია არ მიუღია. აღნიშნული გადაწყვეტილებით ასობით ათასი რუსი ვიზიტორი დაზარალდება.

ახალი წესების მიხედვით, რომელიც ამერიკაში ნოემბრიდან ამოქმედდება, აცრილი საერთაშორისო ვიზიტორები ამერიკაში შესვლას შეძლებენ. ამ დრომდე რიგი შეზღუდვები მოქმედებდა.