მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ ჩვეულ ცხოვრებას 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება - ფაუჩი

5f9a5ff932d77
ნათია თაქთაქიშვილი
29.10.20 19:06
1177
აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ექიმი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ ჩვეული ცხოვრების რიტმს 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ფაუჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა მომდევო რამოდენიმე თვეში გამოჩნდება, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის პრეპარატი 2021 წლის მეორე-მესამე კვარტლამდე ვერ გახდება ხელმისაწვდომი.

„მდგომარეობის შემსუბუქებას 2021 წლის ბოლოდან მოველი, თუმცა სავარაუდოდ, აშშ ჩვეულ ცხოვრებას 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება“, -განაცხადა ფაუჩიმ.

ინფექციონისტის განცხადებით, ქვეყანაში მდგომარეობა ამ ეტაპზე ისევ არასახარბიელო რჩება, კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა აშშ-ს 29 შტატში.

„თუ ინფიცირების შემთხვევების რიცხვს გავითვალისწინებთ, საქმე რც თუ ისე კარგად არის. დღეში საშუალოდ 70,000 ახალი შემთხვევა გვაქვს და ზამთრის ცივი ამინდების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა“,-განაცხადა ფაუჩიმ.