25.აგვისტო .2020 14:33

აშშ და ჩინეთი „კონსტრუქციულ” სავაჭრო მოლაპარაკებებს მართავენ

views 366
უკან

მას შემდეგ, რაც 15 აგვისტოსთვის დაანონსებული მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივით გადაიდო, აშშ და ჩინეთი „კონსტრუქციულ” სავაჭრო მოლაპარაკებებს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოლაპარაკებების მიზანია, იმ გაზრდილი დაძაბულობის შემცირება, რაც ორი ქვეყნის დიდ ეკონომიკებს შორის არსებობს, მათ შორის შეუთანხმებლობა მონაცემთა უსაფრთხოებასა და კორონავირუსის პანდემიაზე.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული მოლაპარაკება აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკების „მეორე ფაზას“ წარმოადგენს, რომელიც აშშ-ის წნეხის შემცირებასაც მოიაზრებს ჩინურ კომპანიებზე, თუმცა პეკინს არ აქვს ილუზია, რომ აშშ-ის მთავრობის ანტიჩინური რიტორიკა მთლიანად გაქრება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში დონალდ ტრამპმა გაზარდა წნეხი ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებზეც. კერძოდ, აშშ-ში Tik-Tok-ი და სოციალური პლატფორმა WeChat-ი აიკრძალა.