მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ და ჩინეთი სავაჭრო ომის დასრულებაზე შეთანხმდნენ

5df38f272f153
ნათია თაქთაქიშვილი
13.12.19 21:00
2240
ჩინეთი და აშშ სავაჭრო ომის შესაძლო დასრულებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ The New York Time-ი იტყობინება.

აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს ტრამპის მიერ 160 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების მოხსნას, რომელიც ძალაში 15 დეკემბრიდან უნდა შესულიყო.

როგორც ტრამპი "ტვიტერის" გვერდზე წერს, „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ დიდ გარიგებასთან ჩინეთთან. ეს მათი სურვილია და ჩვენიც“.

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია, ასევე უცნობია რამდენად ეთანხმება ჩინეთი აღნიშნული შეთანხმების ყველა პუნქტს.

შეგახსენებთ, აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ომის გამო, ჩინეთის ექსპორტის მოცულობა ნოემბერში დაეცა - მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ექსპორტმა გასული წლის ნოემბერთან შედარებით 1.1%-ით იკლო. ჩინეთი აცხადებს, რომ არსებული ტარიფები აუცილებლად უნდა მოიხსნას და სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს აღნიშნული მოლაპარაკებები. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 17-თვიანი სავაჭრო ომი  გლობალური რეცესიის რისკს ზრდის.