მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აშშ-დან 1კგ ტვირთის საჰაერო ტრანსპორტირების საფასური $1-ით გაიზრდება" - “კამექსი”

6332fcc114c06
ლიკა გურაბანიძე
27.09.22 20:20
966
აშშ-ს საწყობში შესულ ამანათებზე ტრანსპორტირების საფასური გაიზარდა. BM.GE-ს “კამექსის” ბიზნესის განვითარების დირექტორმა გიგა სეთურიძემ განუცხადა, რომ პირველი ოქტომბრიდან აშშ-დან ჩამოტანილ ტვირთებზე/ნივთებზე მომხმარებლისთვის ტარიფები მათთანაც გაიზრდება.

თუ კომპანიაში ამ დრომდე ფიზიკური პირებისთვის აშშ-დან 1კგ ტვირთის საჰაერო გზით ტრანსპორტირება $8 ღირდა, ოქტომბრის დასაწყისიდან $9 გახდება. ზრდა იურიდიულ პირებსაც შეეხება, კერძოდ, თუ აქამდე 1 კგ ტვირთის ტრანსპორტირება $7.35 იყო, $8.35 გახდება. "კამექსში" 2022 წლის განმავლობაში ფასის მატება მესამედ უწევთ.

“იმედი მაქვს, რომ ამჟამინდელი საბოლოო ზრდის შემდეგ ფასის შენარჩუნებას მომავალ წლამდე მაინც შევძლებთ და ჩვენს მომხმარებლებს გაზრდილი ტარიფებით ამანათების გამოწერა არ მოუწევთ, თუმცა ყველაფერი მოსალოდნელია, იქიდან გამომდინარე, რომ ტარიფების გაზრდაზე მხოლოდ საწვავზე ფასის მატება არ მოქმედებს, ამაზე გავლენას რუსეთ-უკრაინის ომიც ახდენს,” - აღნიშნა სეთურიძემ.

მისივე თქმით, მომხმარებლების დაკარგვის შიში კომპანიას არ აქვს, რადგან ქვეყნის ფარგლებს გარეთ თუ ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო ყველა ბიზნესს მომსახურების საფასურის გაძვირება უწევს, შედეგად არათანაბარი საბაზრო პირობები არ იქმნება.