მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აშშ-დან რამდენიმე ათეულ ათას დოზა ამერიკული წარმოების ერთ-ერთ ვაქცინას მივიღებთ“

60bb82253d206
ელენე გოგბერაშვილი
05.06.21 17:53
860
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ივლისიდან მასობრივ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს.

როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ივლისიდან ქვეყანაში დღეში 20-25 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.

„ქვეყანა ივლიდან უნდა გადავიდეს მასობრივ ვაქცინაციაზე. ეს ნიშანვს, რომ თუ დღეს ვაკეთებთ 5800-6000 აცრას დღეში, ეს უნდა ავიდეს 20-25 000-მდე“ განაცხადა გამყრელიძე.

მისივე თქმით, აშშ-დან საქართველო რამდენიმე ათეულ ათას დოზა ვაქცინას მიიღებს, თუმცა რომელ ვაქცინაზეა საუბარი ჯერ არ კონკრეტდება.

"ჩვენთვის და ჯანდაცვის სფეროსთვის ერთ-ერთი მხარდამჭერი არის აშშ--ს დავადებათა კონტროლის ცენტრი. აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში საქართველო გამოჩნდა და ჩვენ მივიღებთ დიდი ალბათობით რამდენიმე ათეულ ათას დოზა ერთ-ერთი ამერიკული წარმოების ვაქცინას“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


შეგახსენებთ, თეთრი სახლის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, აშშ დანარჩენ მსოფლიოს პირველ ეტაპზე 25 მილიონ დოზა ვაქცინას გადასცემს. აღნიშნული ვაქცინების სულ მცირე 75% COVAX-პლატფორმის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყანას უნდა მიეწოდოს, ხოლო 25% გადაეცემა პირდაპირ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ვაქცინაცია სჭირდება.

CNN იტყობინება, რომ დაახლოებით, 6 მლნ დოზა გაიგზავნება საქართველოში, უკრაინაში, კოსოვოში, ჰაიტიში, ღაზის სექტორში, მექსიკაში, კანადაში, კორეის რესპუბლიკაში, ეგვიპტეში, ერაყში, იორდანიაში, იემენში.