მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ ფულის გათეთრების ბრალდებით BINANCE-ის წინააღმდეგ საქმის აღძვრას გეგმავს

639872dd0a7aa
გიორგი თოლორდავა
13.12.22 17:30
1318
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ფულის გათეთრების ბრალდებით მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის წინააღმდეგ საქმის აღძვრას გეგმავს.

Reuters-ის ინფორმაციით, საქმე 2018 წელს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება და ახლა უკვე პროკურატურა მზად არის Binance-ს სასამართლოში ოფიციალურად უჩივლოს.

წყაროების ცნობით, საგამოძიებო პროცესში გამოვლინდა საერთაშორისო სანქციებისა და რეგულაციების დარღვევის შემთხვევები, მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური უწყება საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ჯერაც არ აკეთებს, თავად Binance-ის წარმომადგენლობა კი აცხადებს, რომ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე კომენტარის გაკეთება ნაადრევია.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე ჯერაც არ აღძრულა, გავრცელებული ინფორმაცია ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს, გასულ 24 საათში მკვეთრად გაიზარდა Binance-დან კრიპტოაქტივების გატანის მსურველთა რაოდენობა. რამდენიმე საათით კრიპტობირჟამ სტეიბლკოინ USDC-ის გაღდების პროცესიც შეაჩერა, რაც Binance-ის განმარტებით ტექნიკური სამუშაოებით იყო განპირობებული.