06.სექტემბერი .2019 23:50

აშშ გერმანიისგან "ჰეზბოლას’’ აკრძალვას ითხოვს

views 379
უკან

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გერმანიაში რადიკალური ისლამური  მოძრაობა "ჰეზბოლას’’ აკრძალვის მოთხოვნა განაახლა. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიაში შტატების ელჩმა რიჩარდ გრენელმა გააკეთა.

”37 წლის განმავლობაში ჰეზბოლა კლავს უდანაშაულო ადამიანებს ლიბანაში, სირიაში, ტაილანდიში, ბულგარეთში, ესპანეთსა და არგენტინაში. მიუხედავად ამისა, მას თავისუფლად აქვს შესაძლებლობა, გერმანიაში მომხრეები აიყვანოს და შემოწირულობა მოიძიოს’’- აღნიშნა დიპლომატმა.

ელჩის თქმით, "ჰეზბოლას’’ სრული აკრძალვით გერმანიას შეუძლია ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს ტერორისტულ და ანტისემიტურ ორგანიზაციებს.

ევროკავშირმა 2013 წელს "ჰეზბოლას’’ სამხედრო ნაწილი ტერორისტულ სიაში შეიყვანა. ხოლო, დიდმა ბრიტანეთმა ნიდერლანდებმა, აშშ-მა და კანადამ ორგანიზაცია მთლიანობაში ტერორისტულად დაასახელა.