14.თებერვალი .2020 17:00

აშშ Huawei-ის დამატებით 45 დღეს აძლევს ამერიკული მიმწოდებლებისგან პროდუქციის შესაძენად

views 303
უკან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დღეს განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობა დამატებით 45-დღიან პერიოდს აძლევს ამერიკულ კომპანიებს, გააგრძელონ საქმიანი ურთიერთობა ჩინურ Huawei Technologies Co Ltd-სთან. ინფორმციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ადმინისტრცია აცხადებს, ტექნოლოგიურ გიგანტს ბიზნეს ურთიერთობების პერიოდი იმიტომ გაუხნაგრძლივეს, რომ კომპანიამ მომხმარებლების შეფერხებას თავი აარიდოს.

Huawei-ის ამასთან დაკავშირებით კომეტარი ჯერ არ გაუკეთებია. მოქმედ ლიცენზიას კი ვადა 16 თებერვალს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ ახალახანს აშშ-მ Huawei-ს ახალი ბრალდებები წაუყენა. ამერიკის განცხადებით, ტექნოლოგიური გიგანტი მათთვის „ტექნოლოგიების მოპარვას“ გეგმავს და აშშ-ს კომპანიებთან კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს არღვევს.