04.სექტემბერი .2019 16:00

აშშ Huawei-ს 5G ქსელის ალტერნატივაზე მუშაობს

უკან

ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ მეხუთე თაობის (5G) ქსელის განვითარებისთის ირლანდიასთან თანამშრომლობას მოახერხებს და ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Huawei- ს , ალტერნატივა შექმნის.  განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა ირლანდიის პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას გააკეთა.

”ჩვენ ვმუშაობთ სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან ერთად, მთელს მსოფლიოში, რათა განვავითაროთ ალტერნატივა Huawei- ს 5G ინტერნეტისთვის’’-აღნიშნა მაიკლ პენსმა.


აღსანიშნავია, რომ ორშაბათს, პოლონეთის პრემიერ მინისტრმა პენსთან ხელი მოაწერა დეკლარაციას "მეხუთე თაობის ქსელის უსაფრთხოების შესახებ", რომელშიც მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიცვან 5G ქსელის უსაფრთხოების სფეროში ადრე მიღებული რეგულაციები, რომლებიც მათ ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის წარმოებას გულისხმობს.


შეგახსენებთ, რომ აშშ-ში 17 მაისს Huawei ეროვნული უსაფრთხოების გამო შავ სიაში შეიყვანეს. ჩინურ ტექნო გიგნტს ჩინეთის მთავრობის დაკვეთით ფარულ მოსმენებში თანამონაწილეობა ბრალდება.