მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ი AstraZeneca-ს ვაქცინას კანადას და მექსიკას მიაწვდის

60535449753ae
ნათია თაქთაქიშვილი
18.03.21 20:48
942
ბაიდენის ადმინისტრაცია AstraZeneca-ს ვაქცინას კანადას და მექსიკას მიაწვდის. პრეზიდენტის ადმინსტრაციის განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აღმოჩნდა რომ მათ აშშ-ის მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დაკმაყოფილება შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ისგან განსხვავებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ნაკლებობაა კანადასა და მექსიკაში, შესაბამისად ვაქცინაციაც საკამოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ დაადასტურა, რომ ვაქცინის ჭარბი დოზების განაწილება ითხოვა როგორც მექსიკამ, ასევე კანადამ. მან აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ყურადღებით გაეცნობა მათ განცხადებებს და დანარჩენი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თავის მხრივ, მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარსელო ებრარი აცხადებს, რომ მექსიკა მზად არის მიიღოს AstraZeneca-ს იმდენი დოზა, რამდენის მიწოდებასაც აშშ შეძლებს.