მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ი გამოუყენებელ AstraZeneca-ს ვაქცინას ინდოეთს გაუგზავნის

6086a6f381e16
ნათია თაქთაქიშვილი
27.04.21 00:50
925
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აშშ გამოუყენებელ AstraZeneca-ს COVID-ვაქცინას ინდოეთს გაუგზავნის. ადმინისტრაციის განცხადებით, ეს წინგადადგმული ნაბიჯია თუმცა „საკმარისი არ არის“ სხვების დასახმარებლად. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აშშ ათობით მილიონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდებას გეგმავს, როგორც ინდოეთისათვის ასევე მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისათვის.

„აზრს მოკლებულია როდესაც ათობით მილიონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზა გიდევს თაროზე, რომლის გამოყენებაც არ იგეგმება და ეს მაშინ როდესაც ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეგიძლია“, - აღნიშნავს ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 352,991 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ერთ დღეში აღრიცხული კოვიდინფიცირებულების მსოფლიო ანტირეკორდია. ბოლო დღე-ღამეში ინდოეთში კორონავირუსი 2,812 ადამიანი გარდაიცვალა.