მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ი ირანს - თქვით სიმართლე კორონავირუსის შესახებ

5e555a2bc7cda
თამთა ჯიჯავაძე
25.02.20 21:30
8613
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ის ღრმად არის შეშფოთებული იმის გამო, რომ ირანის მთავრობა შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დეტალების მიჩქმალვას ცდილობდეს. ამის შესახებ BBC-ი წერს.

„ყველა ქვეყანამ, მათ შორის ირანმა, უნდა თქვას სიმართლე კორონავირუსთან დაკავშირებით და ითანამშრომლოს საერთშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან“, - განაცხადა პომპეომ.

შეგახსენებთ, ირანში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი ციფრია ჩინეთის შემდეგ. ამასთან, ირანში კორონავირუსით დაინფიცირების 95 დადასტურებული შემთხვევაა.

აღსანიშნავია, რომ დაინფიცირებულთა შორის არის ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც, რომელსაც ვირუსი უკვე დაუდასტურდა. ის კარანტინშია.