მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ი მორიგ რეგულაციას აწესებს, რომელიც ათასობით მიგრანტს შეეხება

5dcc552155d83
BM.GE
13.11.19 23:54
2079
აშშ-ის მოქალაქეობისა და საიმიგრაციო საკითხების სამსახურმა ახალი რეგულაცია წარადგინა, რომლის მიხედვითაც ის თავშესაფრის მაძიებლები, რომლებმაც ამერიკის საზღვარი არალეგალურად გადაკვეთეს, მუშაობის უფლებას ვერ მიიღებენ. აღნიშნული რეგულაცია ათასობით მიგრანტს შეეხება, რომლებიც თავშესაფის მინიჭებას ელოდებიან და მუშაობის ნებართვა მათ ქვეყანაში გაჩერების უფლებას აძლევს, მანამ ვიდრე მათი საკითხი გადაწყდება.

ამასთან, ხანგრძლივდება მუშაობის ნებართვის ლოდინის პერიოდიც 150-დან 365 დღემდე. როგორც საიმიგრაციო სამსახურში აცხადებენ, ახალი რეგულაციის მოტივი არის ისეთი მიგრანტების შეჩერება, რომელთაც თავშესაფრის მიღება სურთ, თუმცა, არ არიან ჩამოყალიბებულები.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკა მნიშვნელოვნად გამკაცრდა.