მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ი ქვეყანაში მხოლოდ ორჯერადად აცრილებს შეუშვებს - თეთრი სახლის გეგმები

610b94be64245
თამთა ჯიჯავაძე
05.08.21 12:39
1622
აშშ-ში შესვლისთვის უცხოელებს კოვიდ-ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა იტყობინება, თეთრი სახლი შესაბამის გადაწყვეტილებაზე მუშაობს, თუმცა, როდიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, ჯერ უცნობია.

ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კვლავ მაღალია, განსაკუთრებით აუცრელ მოქალაქეებში. ამ დროისთვის ამერიკელების 70%-ზე მეტს სულ მცირე ერთი დოზა ვაქცინა მაინც აქვთ გაკეთებული. თუმცა, არის შტატები, სადაც ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მაღალია, მაგალითად ფლორიდა.

პანდემიის შესაკავებლად, აშშ-ში ბევრი ორგანიზაცია და ბიზნესი საზოგადოებრივ სივრცეებში ადამიანებს პირბადის ტარებას ავალდებულებს.

ცნობისთვის, ამჟამად აშშ-ში არაერთი ქვეყნის მოქალაქეების შესვლა შეზღუდულია. თავდაპირველად, 2020 წლის იანვარში შტატებმა სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა ჩინეთის მცხოვრებლებზე. შემდეგ ქვეყნების სია გააფართოვა და იმ ადამიანების შესვლა შეზღუდა, რომლებიც ბოლო პერიოდში დიდ ბრიტანეთში, შენგენის ზონაში, ბრაზილიაში, ირლანდიაში, ინდოეთში, ირანსა და სამხრეთ აფრიკაში იყო ნამყოფი. ამჟამად მათ, ვისაც აშშ-ში არ აქვთ შესვლა აკრძალული, საზღვარზე PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოეთხოვებათ.