მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს უზრუნველყოს სასამართლოს მიუკერძოებლობა

5e0122df4d363
BM.GE
24.12.19 00:23
1117
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის მიუკერძოებლობა. შესაბამისი განცხადება უწყების ვებგვერდზე გავრცელდა, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„აშშ-ი მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით პროგრესს რაც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას მოყვა და მხარს ვუჭერთ მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს თავისი ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის მიმართ და უზრუნველყოს, რომ სასამართლო და საბრალდებო სისტემები იყოს თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან. აშშ-ი გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოსთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს“, - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელსაც უწყების პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი ავრცელებს.