მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ ირანისთვის ინტერნეტ-შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ აცხადებს - რას აპირებს მასკი?

632ea44d7dc14
თამთა ჯიჯავაძე
24.09.22 11:09
972
აშშ ირანის წინააღმდეგ ინტერნეტ-შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ აცხადებს. ამის მიზეზი კი ირანში განვითარებული მოვლენებია, რაც პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის მკვლელობას მოჰყვა.

„ჩვენ ვაპირებთ ირანელ ხალხს დავეხმაროთ იმაში, რომ არ იყვნენ იზოლირებული და სიბნელეში“, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

მისივე თქმით, ინტერნეტის შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება "კონკრეტული ნაბიჯია მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად ირანელებისთვის, რომლებიც მათი ძირითადი უფლებების დაცვას ითხოვენ". მანვე აღნიშნა, რომ ირანის მთავრობას „საკუთარი ხალხის ეშინია".

პროგრამული უზრუნველყოფის კონტროლის შემსუბუქება ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს საშუალებას მისცემს გააფართოონ თავიანთი ბიზნესი ირანში.

აღნიშნულის შემდეგ მილიარდერმა ილონ მასკმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ის გაააქტიურებს თავის სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ს, რათა უზრუნველყოს ირანისთვის ინტერნეტ სერვისების მიწოდება.

ცნობისთვის, გასულ კვირას 22 წლის ირანელი ქალი მაჰსა ამინი კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ თავსაბურავის ტარების წესების სავარაუდო დარღვევისთვის დააკავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის ოფიცრებმა მას თავში ხელკეტი ჩაარტყეს. თავის მხრივ პოლიციამ განაცხადა, რომ არასათანადო მოპყრობის რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. აღნიშნულს თეირანში მასობრივი ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტი ქალები პროტესტის ნიშნად თავსაბურავებს საჯარო სივრცეში იხდიან. პოლიციასთან შეტაკებებს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პროტესტის ჩახშობის მიზნით კი ირანის ხელისუფლებამ დემონსტრაციებს ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვით უპასუხა.