მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი საქართველოს მხარდაჭერის ქვეთავს ითვალისწინებს

5dfa3c2446d90
შოთა ტყეშელაშვილი
18.12.19 19:10
4545
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი და სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს აშშ თავდაცვაზე $738 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს. 

ბიუჯეტის ერთ-ერთი ქვეთავი აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერასაც ეხება. 

დოკუმენტში ვკითხულობთ:

"საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დაფასებული მეგობარია, ქვეყანამ არაერთხელ დაადასტურა მისი მისწრაფება, განაგრძოს სამხედრო მხარდაჭერა NATO-ს პროგრამებში. საქართველოს მონაწილეობა აქვს მიღებული ISAF-ის, პროგრამაში, ასევე ავღანეთსა და ერაყში NATO-ს სამშვიდობო მისიებში.

კონგრესი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ის არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების დამოუკიდებლობას, მხარს უჭერს თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-სა და საქართველოს შორის, ასევე საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, უზრუნველყოს მისი ხალხისა და სუვერენული ტერიტორიის დაცვა,"- ნათქვამია დოკუმენტში.