მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა – საერთაშორისო მედია

5fa6d7b3407a7
თამთა ჯიჯავაძე
07.11.20 20:54
1749
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბაიდენმა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიაში დაამარცხა, რომელიც ბოლო დროს ბრძოლის "მთავარი მოედანი" იყო.

შედეგად, ჯო ბაიდენი ამერიკის რიგით 46-ე პრეზიდენტი გახდა. ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 270-ზე მეტი ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია.

როგორც CNN წერს, ჯო ბაიდენი მოსახლეობას ამაღამ მიმართავს.

დონალდ ტრამპი კი 1990-იანი წლების შემდეგ პირველი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელიც მეორე ვადით არ აირჩიეს.

ცნობისთვის, ვიცეპრეზიდენტის პოსტს კამალა ჰარისი დაიკავებს, რომელიც ამერიკის პირველი ფერადკანიანი, სამხრეთაზიელი ქალი ვიცეპრეზიდენტი იქნება.