მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ახალი ელჩი - მივხდი, რატომ მაფრთხილებენ, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს

5e21e0a91b150
BM.GE
17.01.20 18:10
970
ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს. კელი დეგნანმა უკვე ოფიციალურად დადო ფიცი და უახლოეს დღეებში ის საქართველოში საკუთარი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. აშშ-ის საელჩო აქვეყნებს კელი დეგნანის მიერ წარმოთქმულ ფიცის დადების სიტყვას.

კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოში მისი პრიორიტეტი დემოკრატიული განვითარებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ხელშეწყობა, ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობა, აშშ-ის ინტერესების დაცვა, და საქართველოსთან როგორც აშშ-ის პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობათა განმტკიცება იქნება. 

კელი დეგნანი ფიცის დადებისას ქართულ სტუმართმოყვარეობასა და კულინარიასაც შეეხო. მისი თქმით, აშშ-ში საქართველოს ელჩთან, დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიხვდა, თუ რატომ აფრთხილებს ყველა, რომ საქართველოში "წონისთვის ყურადღების მიქცევა" მოუწევს. 

განსაკუთრებით, მინდა, მივესალმო ელჩ დავით ბაქრაძეს, საქართველოს ელჩს შეერთებულ შტატებში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. გასულ ორშაბათს დავითმა და მისმა მეუღლე ანამ მე და დაგს არაჩვეულებრივ საღამოზე გვიმასპინძლეს. ახლა უკვე შევიგრძენით ის საოცარი სტუმართმოყვარეობა, რომლითაც ქართველები ესოდენ ცნობილი არიან. და მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს.