10.ივლისი .2020 22:40

აშშ-ის CDC-ის ხელმძღვანელი ახალგაზრდებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს

views 488
უკან

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი ახალგაზრდა ამერიკელებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს და სთხოვს თავი შეიკავონ ბარებში ვიზიტებისგან. ამის შესახებ CNN-ი წერს.

„სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება – ამ ეტაპზე მხოლოდ ამ იარაღით შეგვიძლია შევებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ჩემი თხოვნა იქნება ვატაროთ პირბადე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, თავი შევიკავოთ ბარებში ვიზიტებისგან და ხშირად დავიბანოთ ხელები. სახეზეა, რომ აშშ-ის ზოგიერთ შტატში ინფიცირების რიცხვი ისევ მზარდია“, – განაცხადა რობერტ რედფილდმა.

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის 60 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ეს აშშ-ისთვის ერთი დღის მონაცემებით, რეკორდული მაჩვენებელია.

აშშ-ის 50 შტატიდან 41-ში კორონავირუსის ინფექციის შემთხვევები მზარდია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კი ფლორიდის, ტეხასის, კალიფორნიისა და არიზონას შტატებშია.

ბოლო ერთ დღეში ფლორიდაში COVID-19-ის 9 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 120 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა