მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად იზრდება

5dba96877c9f3
მიხეილ ხაჩიძე
31.10.19 20:35
5280
ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტი (ფუნქციურად ეკონომიკის სამინისტროს ანალოგი), 2019 წლის ზაფხულის განმავლობაში, ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად ზრდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, მიმდინარე წლის ივლის-სექტემბრის მონაკვეთში, აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 1,9%–ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეკონომისტები მხოლოდ 1.6%–იან ზრდას ვარაუდობდნენ.

ჩინეთთან სატარიფო დავის მიუხედავად, მესამე კვარტალში შტატების ექსპორტი 0.7%–ით გაიზარდა, ხოლო კერძო მოხმარებაში, რომელიც მშპ–ის ორ მესამედს შეადგენს, 2.9 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (ცენტრალური ბანკი) მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავს, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება გაამკაცრებს თუ არა აშშ მონეტარულ პოლიტიკას. როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ფედერალური სარეზერვო სისტემა სატარიფო კონფლიქტით გამოწვეული ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით, სავარაუდოდ განაკვეთის შემცირების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.