24.აგვისტო .2020 16:03

აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში რამდენიმე წლის განმავლობაში დარჩება - პროგნოზი

views 438
უკან

აშშ-ის ეკონომიკა რეცესიის სერიოზული რისკის ქვეშ რჩება, რომელიც, სავარაუდოდ, მინიმუმ მომავალი წლისთვისაც შენარჩუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ეკონომისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ბიზნეს-ეკონომისტთა ეროვნული ასოციაციის მიხედვით, ამერიკის ეკონომიკა პანდემიამდელ მდგომარეობას 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება. ასევე, ასოციაციის ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აშშ-ში დასაქმების მაჩვენებელი მინდინარე წლის თებერვლის მონაცემებს მხოლოდ 2022 წლის დასაწყისისთვის დაუახლოვდება.

გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უპრეცედენტო მასტიმულირებელი პაკეტი წარადგინა პანდემიისგან გამოწვეული რეცესიის შესაჩერებლად, მაგრამ ექსპერტების 40% მიიჩნევს, რომ აღნიშნული დახმარება არ იყო საკმარისი, ხოლო 37%-ის მოსაზრებით, აშშ-ის მთავრობამ ადეკვატური რეაგირება მოახდინა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მთავრობის პირველმა მასტიმულირებელმა პაკეტმა მარტში 2 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ამასთანავე, ექსპერტთა ნაწილი ელის, რომ ახლო მომავალში მთავრობა კიდევ 1 ტრილიონიან ან უფრო მეტი მოცულობის დახმარების პაკეტს წარადგენს.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა