მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ელჩი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

5e3d5f8f5f8c7
შოთა ტყეშელაშვილი
07.02.20 17:00
2164
"ქართული ოცნების" პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა გაიმართა. 

"ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში ახლადდანიშნულ ელჩს კელი დეგნანს და მის მეუღლეს დუგლას მორისს უმასპინძლეს.

ბიზნეს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს,"- ნათქვამია ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული პირველი შეხვედრაა.