მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ელჩი: "დაგეხმარებით, გაუმკლავდეთ რუსეთის მცდელობას, ჩაშალოს წლების მანძილზე მიღწეული პროგრესი"

5e343078c71d4
ინგა მურუსიძე
31.01.20 18:12
750
დავეხმარებით საქართველოს, გაუმკლავდეს რუსეთის მცდელობას, ჩაშალოს წლების მანძილზე უდიდესი შრომით მიღწეული პროგრესი“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანიმ განაცხადა.

როგორც bm.ge-ის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამერიკის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ და ვიწყებ მუშაობას მინისტრთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად ძალიან დატვირთული დღის წესრიგით. ~

ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია, რომ გაუმკლავდეს რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს და მცდელობას ჩაშალოს საქართველოს მიერ წლების მანძილზე უდიდესი შრომით მიღწეული პროგრესი.

რა თქმა უნდა, ასევე ვიმუშავებთ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან ხანგრძლივი და ძლიერი პარტნიორობა და ვაპირებ, რომ ჩემი და მინისტრის გუნდების დახმარებით კიდევ მეტად გავაძლიეროთ ეს ურთიერთობები", - განაცხადა ელჩმა.