მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს

60f2ec20c21e6
BM.GE
17.07.21 18:37
23755
სანქციები არის ერთ-ერთი მექანიზმი, ნებისმიერ შემთხვევაში გვირჩევნია უთანხმოების დიალოგით მოგვარება, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც პრემიერი აღნიშნავდა, რომ საქართველო ამერიკის გამორჩეული მეგობარია და არა ცალკეული ინდივიდებისა და ჩინოვნიკების და რომ სანქციებზე საუბარი არის სპეკულაციები და ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება.

„დიდწილად ახლა რაც ხდება, არის რუსული დეზინფორმაცია და მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ჩვენ ყველა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით. როგორც განვაცხადე, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, სანქციები ერთ-ერთი მექანიზმია. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გვირჩევნია უთანხმოების დიალოგით მოგვარება. ეს არის ის, რისკენაც მივისწრაფვით. ხშირ შემთხვევაში დიალოგია, რისი საშუალებითაც უთანხმოება გვარდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.