ამერიკის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო "ფეისბუქ" გვერდზე წერს.
"მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას", - წერია ელჩის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში.
კელი დეგნანმა, როგორც აშშ-ის ელჩმა ფიცი 16 იანვარს დადო. მისი კანდიდატურა ელჩის პოსტზე გასული წლის სექტემბერში წარადგინეს.