მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი თბილისში ჩამოვიდა

5e31b81740127
BM.GE
29.01.20 20:44
1414
ამერიკის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო "ფეისბუქ" გვერდზე წერს. 
 
"მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას", - წერია ელჩის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში.

კელი დეგნანმა, როგორც აშშ-ის ელჩმა ფიცი 16 იანვარს დადო. მისი კანდიდატურა ელჩის პოსტზე გასული წლის სექტემბერში წარადგინეს.