17.აგვისტო .2020 15:20

აშშ-ის ელჩი: "მაკდონალდსის" ახალი რესტორნების გახსნა ფერმერების გაძლიერებას შეუწყობს ხელს

აშშ-ის ელჩი: "მაკდონალდსის" ახალი რესტორნების გახსნა ფერმერების გაძლიერებას შეუწყობს ხელს
views 579
უკან

დღევანდელი ღონისძიება გახლავთ ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა გადის აღდგენის პროცესს, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „მაკდონალდს საქართველოს“ ქსელის გაფართოების ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ახალი რესტორნების გახსნა ხელს შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ასევე ადგილობრივი ფერმერების გაძლიერებას.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ გაიხსნა „მაკდონალდსის“ მე-17 და მე-18 ფილიალი. ეს გახლავთ 26-მილიონიანი ინვესტიცია 2019-2020 წლის განმავლობაში. მართლაც საგულისხმოა ის პარტნიორობა, რაც არსებობს ამერიკულ კომპანიებსა და საქართველოს ბიზნესს შორის. აღნიშნული რესტორნების ქსელის გაფართოება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისინი არამხოლოდ ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, არამედ ხელს უწყობენ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს, კერძოდ, სოფლის მეურნეობის, ფერმერების გაძლიერებას, რადგანაც მათ შეუძლიათ საკუთარი პროდუქცია მიაწოდონ აღნიშნულ ქსელს და ჩაერთონ ამ საერთაშორისო ქსელში.

აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს, რომ მიიღონ საერთაშორისო სერტიფიცირება, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტი, რის შედეგადაც ისინი უკვე ჩაერთვებიან მომარაგების ქსელში, არამხოლოდ საქართველოში და რეგიონში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, „მაკდონალდს საქართველომ“ თბილისში ორი ახალი ობიექტი გახსნა. უახლესი კონცეფციის რესტორნები მომხმარებლებს აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე უმასპინძლებს.

2020 წელს ორი ახალი რესტორნის მშენებლობისთვის განხორციელდა 12 500 000 ლარის ინვესტიცია. 2019 წელს კი ინვესტიციის ჯამური მოცულობა 14 000 000 ლარი იყო.